მიმდინარე სამუშაოები მარტვილის № 1 და სალხინოს საჯარო სკოლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მისი მოადგილემ ნუკრი ხასია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა გაეცნენ.
,,მარტვილის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ოთხი საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით ვახორციელებთ და მისი საერთო ღირებულება რვა მილიონ ლარზე მეტია. ამჯერად სარეაბილიტაციო სამუშაოებს მარტვილის პირველ საჯარო სკოლასა და სალხინოში გავეცანით, რომელის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობას და 11 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ. პროექტების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.
ქალაქ მარტვილში № 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 3 037 298 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს. ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება სალხინოს საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 2 044 044 ლარს შეადგენს. მარტვილის მუნიციპალიტეტში ასევე მიმიდინარეობს დიდი ჭყონის (ლედგებეს) საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 1 777 000 ლარს შეადგენს. სრული რეაბილიტაცია უტარდება დოშაყეს საჯარო სკოლასაც, რისთვისაც 1 799 000 ლარია გამოყოფილი.
მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მარტვილში აშენდა 3 ახალი სკოლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლას და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 21 სკოლაში.