"არგენტინის სახლმა საქართველოში" განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურად წარადგინონ მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, არგენტინელი კვალიფიციური ფეხბურთის სპეციალისტი, სერხიო დანიელ ბატისტა.
„ა.წ. 11 იანვარს, "არგენტინის სახლმა საქართველოში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრს, ლევან კობიაშვილს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურად წარუდგინა მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, არგენტინელი კვალიფიციური ფეხბურთის სპეციალისტი, სერხიო დანიელ ბატისტა.
1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობის პერიოდში, ეროვნულ ნაკრებს ასეთი დონის მწვრთნელი არ ჰყოლია და ჯერ-ჯერობით არც ეხლა ჰყავს მსგავსი დონის კანდიდატურა, რომელზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოვუწოდებთ მიიღოს შესაბამისი გონივრული გადაწყვეტილება.
აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არიან: "FIFA"-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია, არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი. აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და პარტია "ქართული ოცნებისა და ფონდი "ქართუს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.