logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: წავიდა მარადისობაში დიდი კაცი!
- +

6 თებერვალი. 2021. 11:33

 

 

მერაბ მეტრეველი...

 

წავიდა მარადისობაში დიდი კაცი!

 

ჩემი უფროსი მეგობარი...

 

მაშინაც 13-14 წლის ვიყავი, როცა გავიცანი და მას მერე ერთმანეთის პატივისცემითა და სიყვარულით განვვლეთ აგერ უკვე, თითქმის ოცდაათი წელი...

 

ახალი წლის დღეებში ვისაუბრეთ.

 

დამირეკა.

 

წიგნი გამოსცა და გამახარა...

 

მერე მისი ნახვა დავაპირე და შეუძლოდ იყო - ცოტა გადავდოთო.

 

მისი ნაჩუქარი ლექსების კრებული "რექვიემი" და ქანდაკება მერაბ კოსტავასი ახლაც ჩემს სამუშაო ოთახს ამშვენებს.

 

დიდი ადამიანი იყო. ეროვნული იდეალებისთვის დამაშვრალი...

 

დიდი გულის.

 

მიდის წლები და მიჰყვებიან დიდი ადამიანები...

 

თათია, ვიზიარებ თქვენს უდიდეს ტკივილს...

 

მშვიდობით, ბატონო მერაბ...

 

გაანათლოს შენი სული უფალმა...

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner