logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: სააკაშვილი აღმაშენებელი კი არა, დამაქცევარი აღმოჩნდა!
- +

ავტორი ანა ფერაძე

7 ივლისი. 2016. 18:00


„ნაციონალური მოძრაობა" ყრილობის ჩატარებას დიდგორზე გეგმავს, ამასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ია მეტრეველმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „ნაციონალების" მხრიდან ეს ქვეყნის დაცინვაა.


 

„ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს ძალიან ირონიულია, იმიტომ, რომ სააკაშვილი მოსვლის დღიდან ისეთ იმიჯს იქმნიდა, თითქოს დავით აღმაშენებელს ჰგავდა, რაც სასაცილოა.

 

სააკაშვილი აღმაშენებელი კი არა, დამაქცევარი აღმოჩნდა საქართველოსთვის.

 

პარტიას, რომელსაც ასე სძულს თავის ქვეყანა,  არანაირი უფლება არ აქვთ, დიდგორზე ყრილობა გამართონ, ეს ქართველი ერის დაცინვა იქნება.

 

ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პარტიას, არსებობა უნდა აეკრძალოს. ასეთი მტერი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა", საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების მანძილზე", - განაცხადა ია მეტრეველმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner