logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: კულტურის სამინისტროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მართავდეს კულტურის რომელიმე სფეროდან მოსული
- +

6 თებერვალი. 2021. 14:31

 

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნას მიესალმება და აცხადებს, რომ წულუკიანი ძალიან კარგი იურისტია, რაც კულტურის სფეროში აუცილებელია.

 

მისივე თქმით, კულტურის სამინისტროს არ უნდა მართავდეს ადამიანი, რომელიც ამავე სფეროდანაა.

 

„ჩემთვის მთავარია, კულტურის სამინისტროს მართავდეს ყოველი მხრიდან მოუსყიდავი, მიუკერძოებელი ადამიანი, რომელიც არ არის მიკერძოებული რომელიმე ერთ ჯგუფთან, ვინმესთან… თეა წულუკიანი არის კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი იურისტი, რაც აუცილებელია ამ სფეროში და მე რომ მკითხოთ, კულტურის სამინისტროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მართავდეს ადამიანი, ვინც კულტურის რომელიმე სფეროდან არის მოსული“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ “ტვ პირველზე”.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner