„ქვეყნის გახსნაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ჰოსპიტლებში იმაზე ორჯერ უფრო მეტი ადამიანი გვყავს, ვიდრე 2020 წლის აპრილში, პიკის დროს გვყავდა“, - ამის შესახებ Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. 10,9 მილიონი აცრაა გაკეთებული ამ დროისთვის. 75-79 წლის ასაკის ადამიანთა 90% უკვე ვაქცინირებულია. 80 წელს გადაცილებულებთანაც მსგავსი მაჩვენებელი გვაქვს. 22 თებერვალს მე წარმოვადგენ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ ვაპირებთ შეზღუდვების შემსუბუქებას. იმედი მაქვს, რომ 8 მარტიდან სკოლების გახსნას შევძლებთ. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის გახსნაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ჰოსპიტლებში იმაზე ორჯერ უფრო მეტი ადამიანი გვყავს, ვიდრე 2020 წლის აპრილში, პიკის დროს გვყავდა. ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით მოძრაობა და გავუფრთხილდეთ ადამიანთა სიცოცხლეს“, - განაცხადა ჯონსონმა.