logo_geo
eng_logo
ირაკლი აბუსერიძემ ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა
- +

7 ივლისი. 2016. 18:02


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ის მე-2 კვარტალში მდებარე N146-ე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.



წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა შიდა საკომუნიკაციო სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი.



მისივე თქმით, ამჟამად სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც ისნის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.



„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაიგება ხელოვნური ბალახის საფარი, განახლდება მოედნების კარები და საკალათბურთო ფარები. ასევე, არსებული ლითონის კონსტრუქცია თანამედროვე ახალი კონსტრუქციით შეიცვლება", - აღნიშნა დეპუტატმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner