► სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას.
►მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შედეგების მისაღწევად საგზაო უსაფრთხოებაში უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი ინვესტიციები მთელ რიგ სექტორებში: მართვაში, ინსტიტუციებში, ინფრასტრუქტურაში, საავტომობილო პარკში, ლიცენზირების სტანდარტებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ქცევის წესებსა და ჯანდაცვის სისტემაში.