logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა
- +

6 თებერვალი. 2021. 19:25

 

 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა, შესაბამის მონაცემებს პლატფორმა woldometers აქვეყნებს.

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.3 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 77.6 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 26 მილიონს უახლოვდება.

 

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner