logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში COVID-19-ზე უკვე 65 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა
- +

6 თებერვალი. 2021. 20:02

 

 

აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე 65 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

 

ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინაციის კამპანია მიმდინარე წლის 18 იანვრიდან დაიწყო.

 

8 თებერვლიდან კორონავირუსზე ვაქცინაცია 65 წელს გადაცილებულ პირებსაც ჩაუტარდებათ.

 

პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანმა ვაქცინის 848 ათასი დოზა შეიძინა, ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ დამატებით ვაქცინის კიდევ 648 ათასი დოზა შეისყიდა.

 

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, კორონავირუსი 230 907 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 224 760 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 153 გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner