logo_geo
eng_logo
ფოთში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შალვა შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
- +

6 თებერვალი. 2021. 20:22

 

 

ფოთში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შალვა შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ, 12:00 საათზე იმსჯელებს. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართება.

 

ადვოკატები სასამართლოსთვის ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს შეთავაზებას გეგმავენ, თუმცა თანხის ოდენობას ჯერ არ აკონკრეტებენ.

 

„ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესი. ადვოკატები, რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ, თუმცა თანხის ოდენობა დაკავებულის ოჯახთან უნდა შევათანხმოთ. ამ დროისთვის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ნორმალურად გრძნობს. მასზე არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა“,- განაცხადა ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ.

 

შეგახსენებთ, 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია, საკუთარ ავტომობილში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner