► „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიას იჯარის უფლებით გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში მდებარე 79 980 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი
►პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების 70%-იან თანადაფინანსებას განახორციელებს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო"
► საწარმოში დაინერგება სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემა (HACCP)
►2016 წლიდან მოქმედებს პროგრამა ,,ქართული ჩაი", რომლის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას იღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
►პროგრამა,,ქართული ჩაი" ერთიანდება „ერთიან აგროპროექტში" , რომელიც მოსახლეობასთან კომუნიკაციის ეფექტიანობის ზრდის, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთიანი სტრატეგიის მკაფიოდ წარმოჩენის მიზნით შეიქმნა, ის მოიცავს ასევე პროექტებს:
► პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში:
► სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში:
∙ იურიდიული პირებისათვის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) - სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%
∙ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90% ;
► სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშავებისთვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.
► ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ:http://gov.ge/s/166a3