logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ლიდერებმა ვაქცინის არასაკმარის ოდენობასა და შეფერხებულ პროცესებზე იმსჯელეს
- +

6 თებერვალი. 2021. 20:57

 

 

უცხოური მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას ონლაინ შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის ლიდერებს შორის და მათი მსჯელობის ძირითადი თემა ვაქცინაციის პროგრამა და მისი შეფერხებები იყო.

 

როგორც უკვე ცნობილია, ევროკავშირმა გადაიხადა მილიონობით ევრო, მოქალაქეებისთვის ვაქცინის დოზების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ვაქცინის პროგრამები შეფერხებებით მიმდინარეობს და ევროკავშირი დიდი გამოწვევის წინაშეა.

 

როიტერი“, რამდენიმე სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში იცოდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებები, რამაც ისინი ვაქცინაციის პროგრამით გამოწვეული კმაყოფილებიდან იმედგაცრუებასა და პანიკაში ჩააგდო. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირი არ აღრიცხავდა ვაქცინის იმ დოზებს, რომლებიც მომწოდებლებს სხვა ქვეყნებში გაჰქონდათ. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ამის შესახებ მხოლოდ მაშინ დაიწყეს ფიქრი, როდესაც საკუთარ ქვეყნებში ვაქცინის მიწოდებაზე შეექმნათ პრობლემები. თუმცა, უკვე გვიანი იყო და იმ დროისათვის უკვე არ არსებობდა ლეგალური გზები მომწოდებლებთან სადავოდ.

 

ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიამ ევროპის 700 ათასი მოქალაქე იმსხვერპლა და ბევრ ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია, ჯერ კიდევ მძიმეა. ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიების, „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლებმა 2020 წლის ბოლოს განაცხადეს წარმოებაში არსებული პრობელემების შესახებ.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ვაქცინაციის პროგრამის შეფერხებები და სხვა გამოწვევები, საწყის ეტაპზე, ვერ იქნა სათანადოდ შეფასებული.

 

„ჩვენ უფრო მეტად ვიყავით ფოკუსირებული ვაქცინის შემუშავების პროცესზე. ამის პარალელურად კი მეტი ყურადღება უკვე დაგვეთმო იმისთვის, თუ როგორ მოხდება ვაქცინის მასობრივი განაწილება“, - განაცხადა მან გერმანულ გამოცემასთან საუბრისას.

 

ვაქცინაციის პროგრამების არაეფექტური მიმდინარეობა უკვე რამდენიმე კვირაა, კრიტიკის საგანია ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში. ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, ისრაელსა და დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი, არის ვაქცინის დოზების სიმცირე, რაშიც ჯანდაცვის არაერთი ექსპერტი, ბრალს სდებს გაერთიანების შესყიდვის პროგრამას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner