logo_geo
eng_logo
ესპანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს არ აცრიან
- +

6 თებერვალი. 2021. 21:32

 

 

ესპანეთში „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18-55 წლის ადამიანებში გამოსაყენებლად დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, 55 წელს გადაცილებულ ესპანელებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით არ აცრიან. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო იტალიის მთავრობამაც. თუმცა, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში აღნიშნული ვაქცინით 65 წლამდე პირებს ცრიან.

 

ესპანეთის დედაქალაქში ბრაზილიაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსი 28 656 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 584 პაციენტი გარდაიცვალა.

 

სულ ესპანეთში COVID-19-ით 2 971 914 ადამიანია ინფიცირებული. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 61 386 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner