გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია 18 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მიიღებენ. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, პანდემიის გამო, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მონაწილეები შეძლებენ ღონისძიებებზე დასწრებას.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 60 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.