logo_geo
eng_logo
გერმანიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე დაწესდა
- +

6 თებერვალი. 2021. 21:51

 

 

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია 18 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მიიღებენ. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

პოლიტიკოსის თქმით, პანდემიის გამო, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მონაწილეები შეძლებენ ღონისძიებებზე დასწრებას.

 

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 60 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner