logo_geo
eng_logo
ენტონი ფაუჩი: მოსახლეობის 70-85 პროცენტის ვაქცინაციას თუ მივაღწევთ, მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას
- +

6 თებერვალი. 2021. 23:47

 

 

„პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭირო რაოდენობას თუ მივაღწიეთ, ანუ მოსახლეობის 70-85 პროცენტის ვაქცინაციას, მაშინ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას“, - ამის შესახებ ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საუბრობს.

 

როდის დადგება დრო, როცა ყველაფერი ძველებურად იქნება? შეიძლება დაახლოებით მაინც ვთქვათ, როდის მოვიხსნით ნიღბებს და გამუდმებით ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებთ? თუ ეს ყველაფერი ახალი ნორმა გახდება? - მიმართა ჟურნალისტმა ფაუჩის.

 

„ვფიქრობ, ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის ზომებს. ჩემი აზრით, პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭირო რაოდენობას თუ მივაღწიეთ, ანუ მოსახლეობის 70-85 პროცენტის ვაქცინაციას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაშინ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას, ანუ იმას, რასაც შეიძლება ნორმალური დავუძახოთ. ალბათ 100 პროცენტით არა, მაგრამ ისეთი მკაცრი შეზღუდვები არ გვექნება, როგორიც ახლაა“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner