logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 139 შემთხვევა გამოვლინდა
- +

7 თებერვალი. 2021. 00:23

 

 

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 191 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 27 369 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რაც 245-ით ნაკლებია გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3 225 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

 

ამ დროისთვის საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დოზა თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner