საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 191 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 27 369 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რაც 245-ით ნაკლებია გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3 225 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ამ დროისთვის საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დოზა თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.