logo_geo
eng_logo
სამართალდამცველებმა ბათუმში საპროტესტო მსვლელობის 11 მონაწილე დააკავეს
- +

7 თებერვალი. 2021. 01:22

 

 

ბათუმში, გმირთა ხეივანში საპროტესტო მსვლელობის 11 მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების მიზეზი​ პოლიცილის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა.

 

გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

„იმედინიუსის“ ინფორმაციით დაკავებულია ფირუზ წულუკიძე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია და მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე.

 

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია, პანდემიის გამო დაწსესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner