logo_geo
eng_logo
„დედაენის“ ბაღში აქციის ერთი მონაწილე დააჯარიმეს
- +

7 თებერვალი. 2021. 01:36

 

 

„დედაენის“ ბაღში, სადაც დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ერთი აქტივისტი დააჯარიმეს.

 

სამართალდამცვავების განმარტებით, ყველა პირის მიმართ, ვისაც „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების ნებართვა არ აქვს, სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება გატარდება.

 

როგორც დაჯარიმებული მოქალაქე ანდრია გახარია ამბობს, იგი წარმოშობით იორდანიიდანაა და საქართველოში 4 წელია იმყოფება და მეუღლის გვარს ატარებს. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს მარჯანიშვილის გამზირიდან შეუერთდა, პოლიციამ კი „დედაენის“ ბაღში დააჯარიმა.

 

„დაუმორჩილებლობის მარშის“ მონაწილეები „დედაენის“ ბაღში გათენებას აპირებენ და „კომენდანტის საათს“ შეგნებულად, პროტესტის ნიშნად არღვევენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე მუსიკა აქვთ ჩართული და პროტესტს აგრძელებენ.

 

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ 20:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყეს.

 

მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვები, პირველ რიგში კი „კომენდანტის საათი“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner