logo_geo
eng_logo
ალექსი პეტრიაშვილი: ჩემზე თავდასხმა არ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება
- +

7 ივლისი. 2016. 18:21


„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა  სასამართლოს ჩვენება 2016 წლის 26 თებერვალს მომხდარი თავდამსხმის დეტალებზე მისცა. მისი ჩვენებით, თავდამსხმელები სხვისი დავალებით მოქმედებდნენ და პირადად არცერთ მათგანს არ იცნობს.


 

ჩემზე თავდასხმა არ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.



პეტრიაშვილის განცხადებით, 26 თებერვალს მისი შვილის ნათლიის და მეგობრის, ლევან მიქელაძის საფლავზე მივიდა, სადაც გარდაცვლილის 3 მეგობარი დახვდა.



მათ ვესაუბრებოდი. დავინახე საფლავისაკენ სწრაფად მომავალი მაღალი პიროვნება. თავიდან მეგონა, ისიც საფლავზე მოდიოდა. ზურგით ვიყავი და ვესაუბრებოდი მიქელაძის მეგობრებს. ამ პიროვნებამ შემატრიალა და სახეში და თავში დამარტყა მუშტი. დავკარგე წონასწორობა და დავეცი. სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, კახა საკანდელიძე შეეცადა ჩემს დახმარებას. ამ დროს ჩნდება მეორე პიროვნება, უფრო დაბალი ტანის, სპორტული აღნაგობის, შენიღბული. იღებს იარაღს და უშვერს სამივე იქ მყოფს და ეუბნება, რომ არ გაინძრნენ. ჩემი წაქცევის შემდეგ პირველმა თავდამსხმელმა ამოიღო ჩაქუჩი და სახის მიმართულებით დამიწყო დარტყმა. ხელები ავიფარე და ხელებზე მხვდებოდა. ხელები დამისისხლიანდა. შემდეგ ჩაქუჩი საფეთქელში ჩამარტყა. მეორე თავდამსხმელმა, მას შემდეგ რაც 3 ადამიანი გაანეიტრალა, იარაღით წელს ქვემოთ 7 ტყვია მესროლა. პირველი ავდამსხმელი კი ფეხებს მიკავებდა. იარაღიანმა შემდეგ ბეისბოლის ბიტა" ამოიღო ქურთუკიდან და სახეში მირტყამდა, პირველი თავდამსხმელი კი სახეში ჩაქუჩის ჩარტყმას აგრძელებდა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.



პეტრიაშვილის განცხადებით, მათგან ერთ-ერთი განსასჯელი ლევან მექვაბიშვილია, რომელიც საფლავზე პირველად ნახა. მისი თქმით, მეორე თავდამსხმელსაც არ იცნობდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner