logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: რუსეთთან დიპლომატიური არხები ღია უნდა დარჩეს
- +

7 თებერვალი. 2021. 11:00

 

„რუსეთთან დიპლომატიური არხები ღია უნდა დარჩეს“, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

 

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

ბორელის თქმით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ დაძაბულობის შესამცირებლად,  არამედ რუსეთისთვის ინფორმაციის, მათ შორის მკაცრი და სამართლიანი გზავნილების გადასაცემად.

 

მოსკოვში ვიზიტის დროს ჯოზეფ ბორელი უფლებადამცველებს შეხვდა და მათთან რუსეთში გამართული საპროტესტო აქციები განიხილა. ბორელმა შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც. მედიის ინფორმაციით,  შეხვედრის დროს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ალექსეი ნავალნის გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

რუსეთის დატოვებამდე ევროპელი დიპლომატი ზამოსკვორეცკის ხიდზე მივიდა, სადაც 2015 წლის 27 თებერვალს რუსი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი მოკლეს.

 

შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად, რუსეთმა ქვეყნიდან სამი ევროპელი დიპლომატი გააძევა. გერმანიის, შვედეთისა და პოლონეთის დიპლომატების გაძევების მიზეზად, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებში მათი მონაწილეობა სახელდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner