logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: თუ დადებითობის მაჩვენებელი შენარჩუნდება 4%-ს ქვემოთ, მერე უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ
- +

7 თებერვალი. 2021. 11:32

 

„როდესაც ჩავივლით ეტაპობრივი გახსნის ფაზებს და შევხედავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ნარჩუნდება 4 პროცენტს ქვემოთ, მერე უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ეს იქნება რესტორნები და სხვა დანარჩენი ბიზნესი. ინსპექტირების სამსახური ძალიან აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს იმისთვის, რომ ყველა წესი იყოს დაცული. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება - პირბადის ტარებაზე მონიტორინგი გამკაცრდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner