logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: დროა, ვიგრძნოთ სოლიდარობა ევროპისგან
- +

7 თებერვალი. 2021. 11:58

 

„დროა, ვიგრძნოთ სოლიდარობა ევროპისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ევროკავშირს აქვს პრეტენზია, რომ ჰქონდეს საგარეო პოლიტიკა, არ შეიძლება, უფრო აქტიურად არ იყოს ჩართული მის სამეზობლოში არსებულ კონფლიქტებში. პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.

 

„თუ ჩვენ ვართ ისეთი დაფასებული, ისე ახლოს, როგორც მეუბნებიან; აღიარებულია ჩვენი რეფორმები და ვართ ყველაზე ახლო ასოცირებული ქვეყანა, ჩვენც უნდა ვიგრძნოთ სოლიდარობა იმ დროს, როდესაც კრიზისია. მეორე – იყო ჩემი საკმაოდ კრიტიკული შეფასება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის, რადგან პირდაპირ ასე დავაყენე საკითხი – თუ ევროკავშირს აქვს პრეტენზია, რომ ჰქონდეს საგარეო პოლიტიკა, არ შეიძლება, რომ უფრო აქტიურად არ იყოს ჩართული ყველა იმ კონფლიქტში, რომელიც მის სამეზობლოშია, ძირითადად დაკავშირებული რუსეთთან, ეს არის უკრაინა, ახლანდელი კონფლიქტი რეგიონში და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები.

 

ის, რომ ვეუბნებით, საქართველო უნდა ახსენოთ ყველა შეხვედრაზე რუსეთთან, რა ფორმატიც არ უნდა იყოს, არ შეიძლება მივიწყებული იყოს საქართველო და ოკუპირებული ტერიტორიები. ისიც დავაყოლე, რომ ბოლო კონფლიქტი, რომელიც მეზობელ ქვეყნებს შორის მოხდა, ევროპამ მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და დაიცვას თავისი ინტერესები. პასუხი იყო, რომ ვიცით, უფრო მეტად აქტიურები და ჩართულები უნდა ვიყოთ და ამის მოლოდინიც არის შიდა წრეებში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner