„არ დავიჯეროთ, რომ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, ამან პირიქით შესაძლოა დაგვაბრუნოს შემთხვევების ზრდისკენ, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ შეიძლება, რომ მეტროს ვაგონებში, მიკროავტობუსებში ან ავტობუსებში ვიყოთ პირბადის გარეშე. აუცილებელია, დავიცვათ დისტანცია. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, არ დავიჯეროთ, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. ინფექცია დამარცხდება მაშინ, როდესაც აიცრება მოსახლეობის 70% და როდესაც, სავარაუდოდ, მაის-ივნისში გაჩნდება ეტიოტროპული წამლები, ამის წინასწარი მონაცემები არის“, - განუცხადა „ქრონიკას“ ამირან გამყრელიძემ.