logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მთავარია NATO-საქართველოს ურთიერთობების შინაარსი და არა მისი სათაური
- +

7 ივლისი. 2016. 18:58

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „NATO-საქართველოს ურთიერთობებში მთავარია მისი შინაარსი და არა სათაური".



მთავარი არის ის შინაარსი, რაც ჩადებულია NATO-საქართველოს ურთიერთობებში. სათაური რა ერქმევა, ამაზე უფრო მეტი ბჭობა მიდის, ვიდრე შინაარსზე, რომელიც დღესაც ძალიან პოზიტიურია და ხვალ ალბათ უფრო მეტად პოზიტიური იქნება. ყველა ცდილობს, გამოგვტყუოს ან თავისი მოსაზრება გაავრცელოს იმის შესახებ, თუ რა სათაური ექნება ამ ურთიერთობას - იქნება ეს MAP, ასპირანტურა თუ დოქტორანტურა. მთავარია ამ ურთიერობების შინაარსი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან ფართო და მისაღები. ეს კიდევ მეტად მისაღები იქნება, ისე, როგორც ჩვენს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner