logo_geo
eng_logo
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო
- +

7 თებერვალი. 2021. 15:44

 

თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო.

 

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გულშემატკივარი ვერ ესწრება.

 

შერკინების პირველ ხაზში ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც ბექა გიგაშვილს შეუწყვილდება, კვაჭი კი შალვა მამუკაშვილია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 18 მატჩიდან, 17 შემთხვევაში მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

 

მეორე ხაზში ერთმანეთს პირველად შეუწყვილდებიან ლაშა ჯაიანი და გიორგი ჯავახია, რომელთა კეპების საერთო რაოდენობა მხოლოდ 10-ია. ჯავახიას ნაკრების კვართით ოთხჯერ უთამაშია, თუმცა ყველა ჯერზე შეცვლაზე შევიდა და ახლა სასტარტოში პირველადაა.

 

2018 წლის ივნისის შემდეგ, პირველადაა სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ გაჩეჩილაძე. მის ანგარიშზე 12 კეპია, თუმცა სასტარტოში აქამდე მხოლოდ 3-ჯერ უთამაშია და ბოლო ხუთ შემთხვევაში მარქაფაში იყო. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელმაც ამ პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო შერკინების შემკვრელად ახალგაზრდა თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

 

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალების კეპების ჯამი 179-ს შეადგენს და მათი დაახლოებით ორი მესამედი ორ მორაგბეზე – ჟვანიასა და მამუკაშვილზე მოდის.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner