საქართველო-რუსეთი - მეორე ტაიმის დასაწყისში „ბორჯღალოსნები“ 10:0 დაწინაურდნენ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019-2020 წლების „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო შეხვედრაში რუსეთს მასპინძლობს. ეს მატჩი გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 7 თებერვალს უმაყურებლოდ იმართება.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი , 14. აკა ტაბუცაძე , 13. თამაზ მჭედლიძე , 12. მერაბ შარიქაძე , 11. მირიან მოდებაძე , 10. თედო აბჟანდაძე , 9. ვასილ ლობჟანიძე ;
შერკინება: 1. ზურაბ ჟვანია , 2. შალვა მამუკაშვილი , 3. ბექა გიგაშვილი , 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია , 6. მიხეილ გაჩეჩილაძე , 7. ბექა საღინაძე , 8. თორნიკე ჯალაღონია;