logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ნაძალადევში ავტოსადგომად ქცეულ სკვერებს ფუნქცია უბრუნდებათ
- +

3 მარტი. 2016. 19:45


 

„თემქაზე, ანაპის ქუჩაზე მდებარე სკვერის აღდგენითი კაპიტალური სამუშაოები დაიწყო", - ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ სკვერში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.


მისი ინფორმაციით, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად გამოიცვლება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოპირკეთდება ზედაპირი.


გაბუნიას განმარტებით, პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ აუზსა და შადრევანს, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ხის პანელები, სკამები, განახლდება სკვერში არსებული განათებები. დაიგება მწვანე საფარი.


ზაზა გაბუნიამ გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner