„თემქაზე, ანაპის ქუჩაზე მდებარე სკვერის აღდგენითი კაპიტალური სამუშაოები დაიწყო", - ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ სკვერში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად გამოიცვლება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოპირკეთდება ზედაპირი.
გაბუნიას განმარტებით, პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ აუზსა და შადრევანს, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ხის პანელები, სკამები, განახლდება სკვერში არსებული განათებები. დაიგება მწვანე საფარი.
ზაზა გაბუნიამ გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.