ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პაატა ბურჭულაძეს მიმართავს:
„ბატონო პაატა, რატომ არ მოაწერეთ ხელი ნაცჯალათების დასჯის მოთხოვნას?
სულხან მოლაშვილის დაკრძალვის დღეს პაატა ბურჭულაძე ცისფერ გალერეასთან შეგვხვდა, თავის თანამოსაქმეებთან ერთად „თბილისი მერიოტისკენ" მიდიოდა. თურმე მანამდე მასთან მისულან გოგონები, რომლებსაც ხელში ეჭირათ პეტიცია და აგროვებდნენ ხელმოწერებს ნაცჯალათების დასასჯელად. უთქვამს, გადავიკითხავო, ვითომ გადაუკითხავს და წასულა. ეს დეტალები ინგა ბერიკაშვილისგან გავიგე. იმ დღეს ქაშუეთის ეზოში ინგა თავადაც აგროვებდა ხელმოწერებს.
უსათუოდ მომეცემა საშუალება, ვკითხო პაატა ბურჭულაძეს მისი ამგვარი ქცევის მიზეზი",- წერს მიქიაშვილი.