logo_geo
eng_logo
კუბა ეკონომიკას კერძო ბიზნესისთვის ხსნის
- +

7 თებერვალი. 2021. 18:42

 

ეკონომიკური კრიზისის ფონზე, კუბაზე მთავრობამ სახელმწიფო ეკონომიკაში კერძო ბიზნესის მიზიდვა გადაწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო მცირე მეწარმეებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის გაიხსნება. კუბის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში განმარტავენ, რომ კერძო სექტორის ნებადართული საქმიანობის სია 127-დან 2000-ს პოზიციამდე გაიზრდება. კერძო ბიზნესში ქვეყნის 11,33 მლნ მოქალაქიდან დაახლოებით 600 ათასია ჩართული.

 

2020 წელს რესპუბლიკის ეკონომიკა აშშ-ის სანქციებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო 11%-ით შემცირდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner