logo_geo
eng_logo
ბელარუსს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს
- +

7 თებერვალი. 2021. 19:36

 

ბელარუსს სოლიდარობას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც.

 

„ჩვენ ვაგრძელებთ ბელარუსელი ხალხის სოლიდარობას. თქვენ აჩვენეთ განსაკუთრებული ძალა და გამძლეობა თქვენს წინააღმდეგ გამოვლენილი სასტიკი რეპრესიების დროს. შთაგონებულები ვართ თქვენი გამბედაობით და იმით, თუ როგორ იცავთ საკუთარ უფლებას, თავად გადაწყვიტოთ ბელარუსის მომავალი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

7 თებერვალს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბელარუსის სოლიდარობის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნისკენ საერთაშორისო საზოგადოებას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოუწოდა.

 

https://1tv.ge/news/belaruss-amerikis-sheertebuli-shtatebis-sakhelwmifo-departamenti-solidarobas-uckhadebs/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner