logo_geo
eng_logo
ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
- +

7 თებერვალი. 2021. 20:27

 

ხანძარი იყო ხელვაჩაურში. სოფელ ახალსოფელში ხის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ოთხ-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს შეისწავლიან. შესაბამისი კომისია კი სიტუაციის შესწავლის შემდეგ ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევს. ერთჯერადად აჭარაში ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახებზე 10-დან 15 ათას ლარამდე დახმარებას გასცემენ.

 

https://1tv.ge/news/khelvachaurshi-khandzris-shedegad-sakhli-daiwva/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner