logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: ნაციონალებმა კიდევ ერთი ღირსეული კაცი გაისტუმრეს იმქვეყნად
- +

7 ივლისი. 2016. 19:10



ლექტორმა ზაზა სიამაშვილმა  გაზეთ „ასავალ-დასავალთან"  საუბრისას აღნიშნა, რომ სულხან მოლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მსხვერპლია და ყველა ნაცი უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს იმისთვის, რაც მათ ხელისუფლების დროს ჩაიდინეს.


 

„ნაციონალებმა კიდევ ერთი ღირსეული კაცი გაისტუმრეს იმქვეყნად - სულხან მოლაშვილი! ასე ვაპირებთ 8 ოქტომბრამდე მისვლას? სანამ ყველას ჩაგვაძაღლებენ, მკვეთრი ნაბიჯი გადავდგათ, თორემ მალე გამსვენებელიც აღარ გვეყოლება!

 

 

მოიკელით რამდენიმე დასვენების დღე და სასწრაფოდ მოიწვიეთ პარლამენტის საგანგებო სხდომა, რათა ნაციონალები კანონგარეშე გამოცხადდნენ, ვიდრე ხალხი აზვირთებულა... და, საერთოდ, რომელ არჩევნებზეა ლაპარაკი? ვინ უნდა მივუშვათ არჩევნებზე? მე იმ ქვეყნის ელჩს რა ვუთხარი, ამათ რომ გამოესარჩლება!

 

კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ ვიღაც-ვიღაცებს თვალები საბოლოოდ აეხილოთ? სანამ უკანასკნელი ნაცი არ გასამართლდება, მე ყოველთვის ვიტყვი - საქართველოში ფაშიზმი ბუდობს!

 

სულხანს ახლოს ვიცნობდი და საზოგადოებამ ბევრი რამე არ იცის მისი წამების შესახებ! ასევე იმ უამრავი ადამიანის წამების შესახებ, ვისაც სულხანის პოზიცია ეკავა - მათაც სდევნიდნენ, მათაც სჯიდნენ, მათაც ქუჩაში ხვდებოდნენ და ამის ჩამდენს მოსვენება როგორ უნდა მისცე? ხომ ვიცით, რომ ეს ნაძირლები ისევ იმ საქმეს გააგრძელებენ? ამიტომ დიდი ეჭვი მაქვს, რომ 8 ოქტომბრამდე „აიწევა" ქვეყანა!

 

ხალხი უნდა დაირაზმოს და ყველანი საარჩევნო უბნებთან მივიდეთ. იქ დაველოდოთ, რა რეალური შედეგი დადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ციფრს ვნახავთ, რომელიც ერის სინდისს ეწინააღმდეგება. მივმართავ პრემიერს, პრეზიდენტსა და ეკლესიის მეთაურს: დასხდნენ ერთად და მოიფიქრონ, ხალხი სისხლისღვრას როგორ აარიდონ! საკმარისი იქნება, ეგზიტპოლებმა ოდნავ მეტი პროცენტი გამოაცხადონ, უბედურება მოხდება - ხალხი ნაციონალებს პირდაპირ ქუჩაში დაერევა!" - განაცხადა ზაზა სიამაშვილმა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner