ავტორი ანა ფერაძე
„ნაციონალური მოძრაობა" ყრილობის გამართვას დიდგორზე გეგმავს. ამასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" ჯემალ გამცემლიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალებს" საქართველოში ყრილობის გამართვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
„ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოში ყრილობის გამართვის უფლება კი არა, სუნთქვის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან არ არსებობს დანაშაული, რაც ამ პარტიას არ ჩაუდენია.
„ნაციონალური მოძრაობის" სათავეში არის ყველანაირი სიბინძურის მკეთებელი ხალხი", - ამბობს ჯამბულ გამცემლიძე.