„მე მოვითხოვე რომ ჩვენს სტუდენტებსაც დაეწესოს იგივე ტარიფები რაც სხვა დანარჩენი ქვეყნების სტუდენტებს აქვთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ არის ევროკავშირის გადასაწყვეტი მაგრამ, ის ფაქტი რომ ევროკავშირი ამ რეკომენდაციას კონკრეტულ ქვეყნებთან გააჟღერებს შეიძლება შედეგიც მოყვეს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ოლგა ბაბლუანის გადაცემაში ისაუბრა.
პრეზიდენტმა ასევე ერასმუსის პროგრამაზეც ისაუბრა და თქვა :
„ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა რაც ჩვენ გვეძლევა. ერასმუსის პროგრამით ჩვენ ფაქტობრივად ევროკავშირის წევრები ვართ. მე იმაზეც ვფიქრობ რომ ჩვენ ვიყოთ თუნდაც აფხაზეთიდან სტუდენტების ჩამოყვანის ინიციატორები. ამას რა თქმა უნდა პრაქტიკული მიდგომა სჭირდება რომ განხორციელდეს, მაგრამ კარგი იქნება რომ აფხაზეთის მოქალაქე სტუდენტები ამ პროგრამაში შევიყვანოთ.“