აშშ-ში ვაშინგტონის არეულობების შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალეს. ამერიკელ გადამხდელებს კაპიტოლიუმის შტურმი 519 მილიონი დოლარი დაუჯდა.
გამოცემა „The Washington Post“ წერს, რომ ყველაზე მეტი თანხა ეროვნულ გვარდიაზე დაიხარჯა. ქვედანაყოფების განლაგებას 480 მილიონი დოლარი დასჭირდა,
სამხედროები აშშ-ის დედაქალაქში მარტის შუა რიცხვებამდე დარჩებიან.
28 მილიონი დოლარი ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაიხარჯა.
ხარჯებში შედის სასამართლო გადასახადები და კაპიტოლიუმის რემონტი.