logo_geo
eng_logo
დღეიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს
- +

8 თებერვალი. 2021. 11:45

 

 

დღეიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. 10 წლის შემდეგ ადგილობრივებს ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით ახალი ავტობუსები სატესტო მარშრუტით, პირველ ეტაპზე, უფასოდ მოემსახურება.

 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები გათვლილი იქნება 50 მგზავრზე და ასევე, ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

 

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე 5 ავტობუსი იმოძრავებს, თვის ბოლოს კიდევ 5 დაემატება, ხოლო წლის დასასრულს 25 რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ივლის.

 

თელავისა და კიდევ რამდენიმე ქალაქისთვის ახალ ავტობუსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით შეიძინეს. პროგრამა ორწლიანია და ჯამში 175 ავტობუსი უნდა მოიცავს. პროექტის საერთო ღირებულება 17 მილიონი ევროა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner