„დაახლოებით 95-ჯერ არის ნახსენები 2021 წლის 21 იანვრის სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სიტყვა „ოკუპაცია“, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებები უდრიდა ოკუპაციას და 95-ჯერ ამის ხსენება პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, იუსტიციის მინისტრის პარლამენტის 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენი საზოგადოება შეაფასებს იმ შრომას, რომ ეს სიტყვები აქ ჩაწერილიყო იმ დიდი ფინანსური რესურსის ხარჯზე, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას აქვს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.