logo_geo
eng_logo
პორტუგალია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებს აცრის
- +

8 თებერვალი. 2021. 16:11

 

 

„პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მოქალაქეები აიცრებიან“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

სააგენტო წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით პორტუგალია უერთდება იმ ევროპული ქვეყნების რიგს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ გამოყენებისთვის ზედა ასაკობრივ ზღვარს აწესებენ იმ მიზეზით, რომ, ვაქცინის ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების შედეგების შესახებ ჯერჯერობით არასაკმარისი მონაცემები არსებობს.

 

პორტუგალიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 765 414 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია, 42 300 დოზა, გუშინ შეიტანეს. აქამდე პორტუგალიას „Pfizer/BioNTech“-ის ვაქცინის 390 000 და „Moderna“-ს ვაქცინის მხოლოდ 19 200 დოზა აქვს მიღებული.

 

შეგახსენებთ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ ისინი „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს აცრიან. ამასთან, აღნიშნული ვაქცინით პოლონეთი 60 წლამდე, ესპანეთი და იტალია კი - 55 წლამდე მოქალაქეების აცრის რეკომენდაციას იძლევიან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner