ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად და გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. საჯარო რეესტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აბუსერიძის წარდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ კრებაზე, სადაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, საკმარისი კვორუმი არ იყო.
ამ ფაქტს ის იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული ყრილობა 2020 წლის თებერვალში კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილ კრებას წარმოადგენდა, თუმცა, კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ ის პირველი კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება.
ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული. რეესტრში ასევე შესულია აბუსერიძის ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც ის არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას, რაზეც პასუხს ეროვნული სააგენტო სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებ