logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს არ აღიარებს
- +

8 თებერვალი. 2021. 16:23

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმის სასამართლოს განუცხადა, რომ ის წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს.

 

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა და ნეთანიაჰუ მეორედ წარდგა სასამართლოს წინაშე მას შემდეგ, რაც მაისში მის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

 

პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობის გარეთ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „კრიმინალ-მინისტრი“.

 

სასამართლოსთან პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ, ბანერით: „ნეთანიაჰუ, თქვენ მარტო არასდროს იქნებით“.

 

ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი სამ სხვადასხვა საქმეში ედება, მათ შორის არის მექრთამეობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და თაღლითობა. პრემიერი ყველა ბრალდებას უარყოფს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner