logo_geo
eng_logo
NATO-ს სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან
- +

7 ივლისი. 2016. 20:15


სპეციალურად NATO-ს სამიტისთვის ქართულმა მხარემ ჩამოასხა ქართული ღვინო, შესაბამისი ეტიკეტით, ვარშავის სამიტის სიმბოლოთი.


პოლონეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ღვინით პოლონეთის თავდაცვის მინისტრი გაუმასპინძლდება NATO-ს თავდაცვის მინისტრებს.


ქართული ღვინო საჩუქრებად დარიგდება სამიტზე და წარმოდგენილი იქნება ორმხრივ შეხვედრებზე", - განაცხადა ელჩმა.


8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე NATO-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.


სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი დაესწრება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner