logo_geo
eng_logo
გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოსა და ყველა საჯარო მოხელის გამარჯვებაა, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა
- +

8 თებერვალი. 2021. 16:25

 

 

„სტრატეგია არის არა მარტო ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოსთან, ნებისმიერ სასამართლოსთან, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ დავრწმუნდებით, რომ არსებობს ამ საჩივრის მოგების სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობები“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

 

აღნიშნული კომენტარით ლორთქიფანიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „აპირებს თუ არა ხელისუფლება გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის შებრუნებას, რადგან პირველ აპრილს იწურება ვადა“.

 

ლორთქიფანიძის თქმით, გადაწყვეტილებას მხოლოდ დასახელებული ანალიზისა და გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღებენ.

 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტრატეგია არის არა მარტო ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოსთან, ნებისმიერ სასამართლოსთან, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ დავრწმუნდებით, რომ არსებობს ამ საჩივრის მოგების სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობები. მხოლოდ ასეთი ანალიზის და გადაწყვეტილების საფუძვლებზე შევჯერდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

 

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამასთან დაკავშირებით გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის და ყველა საჯარო მოხელის გამარჯვებაა, ვინც ამ საქმეზე იმუშავა.

 

„თქვენ ყველამ უსმინეთ პრესბრიფინგს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. კვლავაც გავიმეორებ, ეს არის ამ ქვეყნის გამარჯვება, ასევე, ყველა იმ საჯარო მოხელის გამარჯვება, ვინც ამ საქმეზე იმუშავა. რაც შეეხება 2012 წლიდან, რასაც შევეხე, ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივია, მე შევეხე ჩემი და ჩვენი ინსტიტუტის, იუსტიციის სამინისტროს იმ პერიოდს, რომელ პერიოდშიც გვქონდა პასუხისმგებლობა. 2013 წლის შემდეგ მოგვიწია ბევრ საკითხზე მუშაობა, ეს იყო სამართლებრივი ანალიზი, ეს იყო აქცენტები, 700-მდე მტკიცებულება სხვადასხვა რიგისა და სახის, რამაც მიგვაღწევინა იქამდე, რომ შევძელით ამ ისტორიული გამარჯვების მოპოვება. ეს არის ამ სახელმწიფოს გამარჯვება. თუ მე ვლაპარაკობ, რომ 2013 წლიდან დაემატა 700-მდე მტკიცებულება და აქცენტს ვაკეთებ სამართლებრივ ანალიზზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დაემატა“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner