logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: საერთაშორისო კონფლიქტების ბედი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ წყდება
- +

8 თებერვალი. 2021. 17:33

 

 

„ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიულია საქართველოსთვის. შესაბამისად, ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულმა წევრმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ იმსჯელეს.

 

„თანამედროვე ეპოქაში, ნებისმიერი საერთაშორისო კონფლიქტების ბედი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ წყდება. არსებობს ისეთი ფორმატები და მექანიზმები, რომელიც ბრძოლის ველს მიღმა მოგვცემს შესაძლებლობას, ავიღოთ უპირატესობა და მივაღწიოთ საქართველოს სანუკვარ მიზანს, რაც გამოიხატება საქართველოს დეოკუპაციასა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების მეტად ინფორმირება იმ დიდი უპირატესობის შესახებ, რომელიც საქართველომ ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მოიპოვა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა დღეს ერთობლივი სხდომა გამართეს. სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი ინფორმაცია მოისმინეს. გოჩა ლორთქიფანიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner