logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: დიდი ალბათობით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7-9 %-ს მიაღწევს
- +

7 ივლისი. 2016. 20:29


ბოლო რამდნიმე თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მის გამოქვეყნებულ რამდენიმე ანგარიშზე, სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი, „რეპორტიორს" ზურაბ ქადაგიძე ესაუბრა.



„ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერის თქმით, პირველი ანგარიში  ერთ-ერთი უმნიშნელოვანესია.




„ის შეეხებოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რომელმაც 2018 წლისთვის მინიმუმ 5%-ს უნდა მიაღწიოს. ეს მნიშნელოვანია იმ ფონზე, რომ ზოგადად მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება, ისევე როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. (2018 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი  2.7% იქნება. სომხეთი 2.9% რუსეთი 1.8%)  როგორც ვხედავთ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვარდნას განიცდის ეკონომიკა. (ევროპაში, აზიაში და ა.შ.) ამ ფონზე თვალსაჩინოა საქართველოს მიღწევა, რომელმაც შეძლო, უკან დაეტოვებინა მძიმე პერიოდი, დღეს უკვე ჩვენს ქვეყანას რეალურად შეუძლია შექმნას დოვლათი, რომელიც გააუმჯობესებს და აამაღლებს საქართველოს თითოეული მოქალაქის  ცხოვრების დონეს. ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებელი პირველ ყოვლისა გახლავთ იმ რეფორმების დამსახურება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო პერიოდში განახორციელა. რა თქმა უნდა 5% არ არის საკმარისი, თუ ჩვენი ქვეყანა კვლავ გააგრძელებს  გააზრებული და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წელს 7-9 %-ს მიაღწიოს.

 

 

შემდეგი ანგარიში შეეხება მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას  და მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე.  საქართველოში სამუშაოს მხოლოდ 40%-ია კომპიუტერიზებული. 2013  წელს კი აღნიშნული ციფრი 30% შეადგენდა. როგორც ვხედავთ, ზრდა საკმაოდ უმნიშვნელო და არასაკმარისია. რეალურად ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი სამუშაოს 60% იყოს ავტომატიზირებული.  ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და მისი აქტიური გამოყენება ქვეყნის ეკონომიკაში აუცილებლად გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის უფრო სწრაფ განვითარებას და სტაბილურობას.

 

 

ბოლო ანგარიშში კი ნათქვამია, რომ საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა. (მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე.) ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ საქართველოს მეზობელმა რუსეთმა ვარდნა განიცადა, ის მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლის კატეგორიაში გადავიდა", - განაცხადა ქადაგიძემ.



მისი შეფასებით, მსოფლიო ბანკის ანგარიშებში ნათლად ჩანს საქართველოს ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ  ბოლო წლებში განიცადა; „მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო და ჩვენი ქვეყნის ბიზნეს-პოტენციალი".



„გვსურს რეკომენდაციის მივმართოთ საქართველოს მთავრობას, უფრო აქტიურად მოახდინოს ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა  ჩვენს ქვეყანაში, მოხდეს სამუშაო ადგილების  ავტომატიზირება, რადგან განვითარებულ  მსოფლიოში ყოველ წამიერად იცვლება ტექნოლოგიები და მისი განვითარების გარეშე ძნელია სხვა ქვეყნებს კონკურენცია გავუწიოთ. ასევე ტექნოლოგიების განვითარების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა და შესაძლებელი იქნება ჩვენმა ქვეყანამ მართლაც მიაღწიოს ეკონომიკური ზრდის ორ ნიშნულიან ზღვარს", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner