logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: თბილისში საცობების პრობლემა სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით მოგვარდება
- +

8 თებერვალი. 2021. 19:43

 

 

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ  სატრანსპორტო საცობების მიზეზებზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისში საცობების პრობლემა სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით მოგვარდება.

 

„როგორც კი მერიაში მოვედით, სამი წლის წინ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. არავის ეჭვი არ გვეპარება რომ ეს შედეგს მოგვცემს. ესაა ის პოლიტიკა და მოდელი, რომელიც ყველა განვითარებულმა ქვეყანამ შეიმუშავა და ეს აღმოჩნდა შედეგიანი. ესაა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტად ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ნაკლებად კერძო სატრანსპორტო საშუალებებით“, - გააცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

ამასთან, ვიცე-მერმა განმარტა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, დედაქალაქში გაიზარდა კერძო ტრანსპორტის ნაკადები.

 

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობა ვისაც შეეძლო კერძო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ისინიც სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რაც გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო მანქანებით მოძრაობა ქალაქში 20%-ით გაიზარდა.

დღევანდელი დღე, არაა ის სურათი თუ სად ვდგავართ პრობლემის თვალსაზრისით, სწორი პოლიტიკა ჩვენ შემუშავებული გვაქვს და ამ საკითხს მივყვებით“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner