გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.
მანამდე, 5 თებერვალს, რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, საუბარია შვედ, გერმანელ და პოლონელ დიპლომატებზე, რომლებმაც ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.